იკარდის ესპანური ვარიანტი გამოუჩნდა

არგენტინელს ლა ლიგაში თამაშის რეალური შანსი აქვს 

მაურო იკარდის მომავალი კვლავ გაურკვეველია. არგენტინელს ინტერის მესვეურებთან დაძაბული ურთიერთობა აქვს და გარდა ამისა, ფეხბურთელის დამატება რამდენიმე კლუბს სურს.

 

უცხოური მედიის ინფორმაციით, მაურომ კარიერა შესაძლოა ლა ლიგაში გააგრძელოს. როგორც ცნობილია, არგენტინელი გოლეადორით მადრიდის ატლეტიკოა დაინტერესებული. გადაწყვეტილია, რომ ანტუან გრიზმანი მალე გუნდს დატოვებს, როხიბლანკო კი მისი შემცვლელის ძიებაშია.

 

რაც შეეხება იკარდის, მისი გადაბირება რამდენიმე გრანდს სურს. ინტერის კაპიტნით მანჩესტერი, რეალი, ბაიერნი და პსჟ არიან დაინტერესებულები. ბოლო სეზონში იკარდიმ 37 მატჩი ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა.