დემბელე გამოსწორების გზაზეა

როგორც ჩანს გაუთავებელმა კრიტიკამ შედეგი გამოიღო 

ბარსელონას შემტევმა უსმან დემბელემ შვებულება ერთი კვირით შეიმცირა და ბაზაზე დროზე ადრე გამოცხადდა. საქმე იმაშია, რომ ფრანგი სეზონისთვის მზადებას სხვებთან შედარებით ადრე დაიწყებს, რათა სასურველ ფორმაში მალე ჩადგეს. 

 

როგორც ჩანს მსოფლიო ჩემპიონი გამოსწორების გზაზეა, რადგან მისი ერთ-ერთი მთავარი პრობლემა აქამდე სწორედ დისციპლინა იყო. მას ხშირად საყვედურობდნენ, რომ არ იცავდა რეჟიმს, არ ცხოვრობდა ისე როგორც პროფესიონალმა ფეხბურთელმა უნდა იცხოვროს, უსმანით ყველაზე უკმაყოფილო გუნდის თავკაცი ერნესტო ვალვერდე იყო. როგორც ჩანს გაუთავებელმა კრიტიკამ ფეხბურთელზე იმოქმედა დადებითად. 

 

დემბელე ბარსელონაში 2017 წლის ზაფხულში დორტმუნდიდან, 105 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. სადებიუტო სეზონში ტრავმებისა და სხვადასხვა მიზეზების გამო, მას ბევრი გაუცდა, ბოლო სეზონში კი 42 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა.