ყაზაიშვილს ვერ აჩერებენ (ვიდეო)

ქართველი შემტევის მორიგი გოლი ამერიკაში (ვიდეო)

ამერიკის ჩემპიონატში სან ხოსე, რომლის ღირსებასაც ვაკო ყაზაიშვილი და გურამ კაშია იცავენ, ზლატან იბრაჰიმოვიჩის ლოს ანჯელეს გალაქსის ესტუმრა და 3:1 დაამარცხა. ამ მოგებაში თავისი წვლილი შეიტანა ყაზაიშვილმა, რომელმაც მორიგი გოლი გაიტანა. 61-ე წუთზე, როცა ანგარიში 1:0 იყო ჩვენებურმა ანგარიში გაათანაბრა. აქვე გეტყვით, რომ ორივე ქართველმა მოედანზე 90 წუთი გაატარა.

 

აღსანიშნავია, რომ ყაზაიშვილი ბოლო დროს შესანიშნავ ფორმაშია. ამ სეზონში ვაკომ 20 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა, ბოლო.