ინტერმა ბარელა გაიფორმა

ინტერმა იტალიის ნაკრების წევრი შეიძინა

ინტერმა, პერსპექტიული იტალიელი შუახაზელი, ნიკოლო ბარელა შეიძინა კალიარიდან, 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ და ფეხბურთელთან 5 წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

 

22 წლის ბარელამ, კარიერა კალიარიში დაიწყო და მისი პროფესიონალური დებიუტი სწორედ ამ გუნდის შემადგენლობაში შედგა.

 

ბარელას, კალიარის რიგებში ჯამში, 169 შეხვედრა აქვს ჩატარებული, 11 გოლის გატანა და 7 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო. ახალგაზრდა ფეხბურთელი ასევე იტალიის ნაკრების წევრიც არის და სკუადრა აძურას მაისურით, 7 მატჩი აქვს ნათამაშები, აქიდან 2- ჯერ თავი გოლითაც გამოიჩინა.