კორმიე MMA- ის საუკეთესო მებრძოლი გახდა

ტიტულოვანმა ამერიკელმა მებრძოლმა კიდევ ერთი ინდივიდუალური ჯილდო მოიპოვა

40 წლის ამერიკელმა UFC- ის მებრძოლმა, დანიელ კორმიემ, თავის ტიტულების მონაგარს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ჯილდო შემატა.

 

კორმიე, ESPY- მ, წლის წლის საუკეთესო MMA- ის მებრძოლად, ოთხშაბათს, ლოს ანჯელესში დაასახელა.

 

UFC- ის მძიმეწონოსან ჩემპიონთან ერთად ნომინაციაში დასახელებულნი: მანდილოსანი მებრძოლი, ამანდა ნუნეზი, ჰენრი ჩეჯუდო და ისრაელ ადესანია იყვნენ.

 

გთავაზობთ კორმიეს ინტერვიუს, რომელიც მან დაჯილდოვების შემდეგ გააკეთა.

 

‘ დღეს მე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, ინდივიდუალური ჯილდო მოვიპოვე, ეს შეუდარებელია, მე, MMA- ის წლის საუკეთესო მებრძოლად დამასახელეს. არ მჯეროდა თუ, ოდესმე მსგავს საჩუქარს მივიღებდი. მე დიდებული გუნდი მყავს და მათგან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ, ჩემი ყოველი მიღწევა, სწორედ ასეთი ხალხის დამსახურებაა. ''

კორმიემ, მადლობა  მის ოჯახის წევრებს და ასევე  მეტოქებსააც გადაუხადა, გულშემატკივრებს კი შემდეგნაირად მიმართა: ‘ მე თქვენ მიყვარხართ, თქვენ მე ძალას მაძლევთ და ჩემზე ზრუნავთ, მე ერთი უბრალო ბიჭი ვარ, ჩრდილოეთ ლუიზიანადან. ეს ყველაფერი გასაოცარია, მადლობა ყველას. ’’

 

2018 წელი კორმიესთვის, აღსანიშნავი წელია, ამერიკელმა, სამჯერ დაიცვა ქამარი, ორ სხვადასხვა დივიზიონში, ნოკაუტებით, ვოლკან ოზდემირი და სტიპ მიოჩიჩი დაამარცხა, ასევე შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა, დერიკ ლუისის წინააღმდეგ. კორმიე, მძიმეწონოსანთა ქამარს, აგვისტოში კვლავ დაიცავს, მისი მეტოქე რევანშს მოწყურებული, სტიპ მიოჩიჩი იქნება.