ჩელსის 1001 გოლი

ჩელსი საუკეთესოთა სამეულში

პრემიერლიგის მე-14 ტურში, ლონდონური დერბი გაიმართა. ჩელსიმ ფულემს უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. ანგარიში მე-4 წუთზე პედრო როდრიგესმა გახსნა, მეორე გოლი კი ლოფტუს-ჩეკის ანგარიშზეა. ინგლისელმა შემტევმა თავი 82-ე წუთზე გამოიჩინა.

 

სათქმელია, რომ აღნიშნული მატჩი ჩელსისთვის განსაკუთრებული გამოდგა. საქმე იმაშია, რომ გუნდი პრემიერლიგაში 1000 გოლიან ნიშნულს გადასცდა. ამ შეხვედრამდე არისტოკრატთა ანგარიშზე 999 გოლი იყო, ახლა კი შესაბამისად 1001.

 

ჩელსი მესამე გუნდია, რომელმაც პრემიერლიგაში 1000-ზე მეტი გოლი გაიტანა. მანჩესტერ იუნაიტედმა მეტოქეთა კარი 1079-ჯერ აიღო, ლონდონის არსენალმა კი 1029-ჯერ.