მაკარიძემ ინგლისურ გუნდთან გაიბრწყინა

გიორგი მაკარიძის სეტუბალმა ტურნირი მოიგო. გიორგი კი ფინალის გმირი გახდა.

ტორნეო დო სადუს ფინალში სეტუბალი ინგლისის ბირმინგემს ხვდებოდა. 2:2 და პენალტების სერიაში 5:3.

 

მაკარიძემ ბოლო წუთზე ურთულესი ბურთი აიღო და სერიაშიც ბოლოს ბაილის პენალტი მოიგერია.

 

სეტუბალი პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში მე-13 ადგილზე გავიდა. ზოგადად კი ისტორიული კლუბია და ევროტურნირებზეც არაერთხელ უთამაშია.