ამერიკა ენტონი დევისის გარეშე

„ლეიკერსის“ ახალი ვარსკვლავი ამერიკის ნაკრების შეკრებას და მსოფლიო თასს  გამოტოვებს. დევისმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება. 

ენტონი დევისი რეგულარულისთვის, ლებრონ ჯეიმსთან ერთად დომინაციისთვის ემზადება.

ამის გამო, „ლეიკერსის“ ახალი ვარსკვლავი ამერიკის ნაკრების შეკრებას და მსოფლიო თასს  გამოტოვებს. დევისმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება.

ენტონი არ გამორიცხავს 2020 წლის ოლიმპიურ გუნდში თამაშს, მაგრამ ამ ეტაპზე მან უნდა დაისვენოს. ლებრონს იდეალურად მომზადებული პარტნიორი სჭირდება.

დევისმა ამერიკასთან ერთად 2012 წლის ოლიმპიადა და 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატი დაფარა. დევისს უყვარს საერთაშორისო გამოწვევის მიღება, მაგრამ წელს ეს არ გამოვა.

წელს „ლეიკერსმა“ ყველაფერი უნდა მოიგოს. დევისის გარეშე ეს შეუძლებელი იქნება.

ლებრონი კმაყოფილია. და ამერიკა ტურნირის ენტონი დევისის გარეშეც მოიგებს.