ჯოკოვიჩი ლონდონში შეაჯამებს

უიმბლდონის მოგებამ სერბს ტურნირზე ადგილი გაუნაღდა 

ნოვაკ ჯოკოვიჩმა უიმბლდონის მოგების შემდეგ, წლის შემაჯამებელ ტურნირზე მონაწილეობის უფლება მიიღო. ტურნირი 10-დან 17 ნოემბრის ჩათვლით ლონდონში გაიმართება.

 

„შემაჯამებელ ტურნირზე მოხვედრა ყოველთვის ჩემი მიზანი იყო. იქ თამაში შესანიშნავია. მოუთმენლად ველი ლონდონში ნოემბერში დაბრუნებას და მსოფლიოს უძლიერეს ჩოგბურთელებთან დაპირისპირებას“,-თქვა ჯოკოვიჩმა.

 

32 წლის სერბი შემაჯამებელ ტურნირზე კარიერაში მეთორმეტედ ითამაშებს, აქედან ხუთჯერ ნოლემ წარმატებას მიაღწია და მოგებული ტიტულების რაოდენობით (5) ივან ლედლისთან ერთად მეორე ადგილს იკავებს. ექვსი მოგებით პირველი როჯერ ფედერერი გახლავთ.