სინიშა მიხაილოვიჩი: ეს ჩემთვის დამატებითი მოტივაციაა

არის მომენტები როცა დიდი ბრძოლა გიწევს 

ბოლონიას მთავარ მწვრთნელს სინიშა მიხაილოვიჩს ლეიკემია აღმოაჩნდა. დიაგნოზის დასმის შემდეგ, სერბს მხარდაჭერა არ აკლია. მას გვერდში უდგანან ფეხბურთელები, კლუბის მესვეურები, ოჯახის წევრები, მეგობრები და უცნობი ადამიანებიც. ამის შესახებ მიხაილოვიჩმა ისაუბრა და ყველას მადლობა გადაუხადა.

 

„ცხოვრებაში არის მომენტები, როცა დიდი ბრძოლა გიწევს. მომენტი, როცა პრობლემის მოგვარება ურთულესია. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გამიმართლა, რადგან უამრავი ადამიანი გვერდში მიდგას და მამხნევებს.

 

ბოლო დღეების განმავლობაში დიდი სიყვარული და მხარდაჭერა ვიგრძენი, რისთვისაც მინდა ყველას დიდი მადლობა გადავუხადო. ეს დამატებით მოტივაციას მაძლევს, იმისთვის, რომ ბრძოლა გავაგრძელო. ბევრი ადამიანის შეტყობინება მომდის, თითოეულ მათგანს ვკითხულობ, ეს მესიჯები ჩემთვის ბევრს ნიშნავს.

 

მინდა მადლობა გადავუხადო გუნდის პრეზიდენტს, ფეხბურთელებს, მთლიანად ბოლონიას. ასევე მადლობა მათ ვინც ერთ დროს ჩემი მოწინააღმდეგეები იყვნენ, დღეს კი გვერდში მიდგანან,“ - თქვა სერბმა.