NBA. გუნდების რეიტინგი. 29. შარლოტი

მაიკლ ჯორდანი გუნდის პროგრესისთვის მინიმუმს აკეთებს. და მაიკლს მაინც ყველა უცინის, აქებს მის პოლიტიკას. 

2018-2019 რეგულარულის შედეგი: 39:43.

მნიშვნელოვანი მატება: ტერი როზიე, პიჯეი უოშინგტონი.

მნიშვნელოვანი დანაკარგი: კემბა უოკერი, ჯერემი ლემბი, ტონი პარკერი.

მაიკლ ჯორდანი წაუგებელ სიტუაციაშია. მისტერ კალათბურთი არის „შარლოტის“ მფლობელი და გუნდის პროგრესისთვის მინიმუმს აკეთებს. და მაიკლს მაინც ყველა უცინის, აქებს მის პოლიტიკას. თავისუფალი აგენტების ბაზარზე გუნდმა აიყვანა როზიე, მაგრამ დაკარგა აგრესიული და კარიერის პიკზე გასული უოკერი. გუნდმა ვერ შეინარჩუნა ლემბი, რომელიც შარშან თავის პოზიციაზე ერთ-ერთი პროგრესირებადი გახდა. მთელს ლიგაში. კლუბი ელოდება მალიკ მონკის პროგრესს და ბოლო ორ დრაფტზე არჩეულმა პატარებმაც (მაილზ ბრიჯისი და უოშინგტონი) უნდა მოუმატონ. დაასრულა კარიერა ტონი პარკერმა, მაგრამ ფრანგი ევა ლონგორიას გარდა არავის არ ახსოვს.