ლამაზი მაკრატელა ეროვნულ ლიგა 2–ში (+VIDEO)

ეს გოლი საქართველოს ეროვნულ ლიგა 2–ში გავიდა. ზედა ეწერში, სადაც ზუგდიდი შევარდენს მასპინძლობდა და 0:4 წააგო. მეორე ტაიმში თბილისელთა მცველმა ბუბუ პატარკაციშვილმა ლამაზი მაკრატელათი გაიტანა.

ამ გოლით 0:2 გახდა.

 

პატარკაციშვილი შარშანწინ თბილისის ლოკომოტივიდან გადავიდა შევარდენში, სადაც ერთ–ერთი საკვანძო ფეხბურთელი გახდა. მაგალითად, წლეულს 13 მატჩში 2 გოლი გაიტანა: სამტრედიასთან გადამწყვეტი და აი, მეორე ზუგდიდთან.

 

23 წლის პატარკაციშვილმა შევარდენი დატოვა და სად გააგრძელებს კარიერას, ჯერ უცნობია. ისე, თავის დროზე საქართველოს 17 და 19–წლამდელთა ნაკრებებში აქვს ნათამაშევი.  

 

 

მიშიკო კანკიას ფოტო