როგორ შევამჩნიოთ იოზილი მოედანზე?

არსენალის შემტევმა ვარცხნილობა შეიცვალა 

შესაძლოა მესუთ იოზილი "დიდ მატჩებში" ისევ გაუჩინარდეს, თუმცა არსენალის გულშემატკივრები მას მაინც შეამჩნევენ.


30 წლის გერმანელმა ვარცხნილობა შეიცვალა და შავი თმები მოყვითალო-მოთეთროდ შეიღება. 

 

მეთოფეები ამერიკაში შეკრებაზე იმყოფებიან. ორშაბათ საღამოს მათ კოლორადო რაპიდსთან ამხანაგურად ითამაშეს და 3:0 იმარჯვეს. იოზილმა მოედანზე 13 წუთი გაატარა, მერე კი სტილისტს მიაშურა და გარეგნობაში ცვლილებების შეტანაზე იზრუნა. 

 


მესუთის ახალ ვარცხნილობას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ლონდონელთა ბევრმა გულშემატკივარმა თავიანთი მე-10 ნომერი ჰაკიმ ზიეჩთან იმდენად გააიგივა, დაწერა, აიაქსის ვარსკვლავი დავიმატეთ და ჯერ არ ვიცითო?! 

 

 

 
გონებამახვილმა ქომაგებმა იოზილის ფოტოს მალე პოპულარული წამოწყებაც მოარგეს და მოხუცებული მესუთის ფოტოები განათავსეს. იყო შედარებები როი ჰოჯსონთან, სერხიო აგუეროსთან და სხვებთან, აი თანაგუნდელმა პიერ-ემერიკ ობამეიანგმა კი დაწერა, იოზილი აშშ-ს ქალთა ნაკრების წევრ მეგან რაფინოს გავსო.

 

 

 


არსენალში 2013 წელს გადასულმა იოზილმა, წინა სეზონში მხოლოდ 6 გოლი და სამი საგოლე გადაცემა მიითვალა, თუმც კლუბში  სარეკორდო ხელფასს უხდიან და კვირაში 350 000 გირვანქას აძლევენ.