სულშერის დიდი იმედი...

შესრულდება სულშერის პირობა?

მანჩესტერის თავკაცმა, ოლე გუნარ სულშერმა, ლიდსთან გამართული ამხანაგური თამაშის შემდეგ, 17 წლის ინგლისელ ტალატნ, მეისონ გრინვუდზე ისაუბრა.

 

‘ ის ნატურალური ფინიშერია, ნამდვილი ფეხბურთელი, რომელიც შანს მაქსიმალურად იყენებს.

მე დარწმუნებული ვარ, რომ გრინვუდი მომავალ სეზონში ბევრ გოლს გაიტანს. ’’

 

მანჩესტერის გულშემატკივარი მოუთმენლად ელის, გრინვუდის გამოსვლას მათი საყვარელი გუნდის რიგებში, მითუმეტეს ასეთი დამაიმედებელი განცხადების შემდეგ, რომელიც თავად მთავარმა მწვრთნელმა გააკეთა. წინა სეზონში 17 წლის თინეიჯერი, მხოლოდ სამჯერ გამოჩნდა მოედანზე.