სტარიჯი დანაშაულში ამხილეს 

ინგლისელი თავდამსხმელი შარში გაეხვა 

თავისუფალი აგენტი დანიელ სტარიჯი შარში გაეხვა. ინგლისის ნაკრების, მანჩესტერ სიტის, ჩელსის და ლივერპულის ყოფილმა ფორვარდმა სანქციები ფსონების გაყალბების მცდელობის გამო მიიღო.


საქმე ისაა, რომ იანვარში სტარიჯიმ თავის ძმას ლეონს ურჩია ფსონი მის სევილიაში ტრანსფერზე დაედო, ვინაიდან მხარეებს შორის მოლაპარაკების პროცესი დაძრული იყო. 


ხანგრძლივი გამოძიების შედეგად, 29 წლის ფეხბურთელმა 6-კვირიანი დისკვალიკფიკაცია მიიღო და ჯარიმის სახით 83 000 ევროს გადახდაც დაეკისრა. 


ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ სტარიჯის სხვა ბრალდებებიც წაუყენა, თუმცა ვერ დაუმტკიცა. ამ შემთხვევაში ასოციაცია სტარიჯის მსგავსი ფსონების ინტერსა და ვეტ ბრომვიჩში გადასვლაზე განთავსებასაც ედავებოდა.