უშეღავათო ბრძოლის მოლოდინში !

სან ანტონიო საინტერესო ბრძოლას უმასპინძლებს !

შაბათს ღამით, UFC- ის საშუალოწონოსანთა ბრძოლა, სან ანტონიოში გაიმართება. ერთმანეთს: 27 წლის იამაიკელი მებრძოლი, ლეონ ედვარდსი და 34 წლის ბრაზილიელი, რაფაელ დოს ანჯოსი დაუპირსპირდებიან. ბრძოლაზე დიდი ავანსებია გაცემული და გულშემატკივარი დაპირისპირების ხილვას მოუთმენლად ელის.

 

 

ლეონ ედვარდსი-  20 ბრძოლა -17 გამარჯვება, აქედან 6 ნოკაუტით და 3 მარცხი.

რაფაელ დოს ანჯოსი- 40 ბრძოლა - 29 გამარჯვება, აქედან 5 ნოკაუტით და 11 მარცხი.

 

შეგახსენებთ, რომ იამაიკელ ედვარდს, საშუალოწონოსანთა ბრძოლის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი გამარჯვება აქვს მოპოვებული. ზედმეტსახელად როკიმ, პოლონელი ბაჩინსკი, ბრძოლის დაწყებიდან 8 წამში, ნოკაუტით დაამარცხა.

 

Image

 

Image