მანჩესტერმა ინტერი უარით გაისტუმრა

მანჩესტერს ინტერის ხელმძღვანელობამ ლუკაკუს სანაცვლოდ 60 მილიო ევრო (53.9 მილიონი გირვანქა) შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო.  ეს  გასაკვირიც არ არის, რადგან წითელ ეშმაკებს  ბელგიელი თავდამსხმელი ორი წლის წინ 84 მილიონი ევრო დაუჯდათ.

 

კონტეს ლუკაკუს მის გუნდში ხილვა ძალიან სურს, თუმცა ინტერის ხელმძღვანელებს 75 მილიონის გადახდა არ უნდათ.

 

„როდესაც ჩელსის მწვრთნელი ვიყავი, ჯერ კიდევ მაშინ მინდოდა ამ ფეხბურთელის დამატება.

 

ვფიქრობ, ის ძალიან გაგვაძლიერებდა. ვნახოთ რა გამოვა“, - თქვა კონტემ.