სალაჰი შესაძლოა ინგლისში ყველაზე მაღალანაზღაურებადი გახდეს

ლივერპული სალაჰს საოცარ ხელფასს სთავაზობს

ლივერპული მზად არის მოჰამედ სალაჰი პრემიერლიგაში ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქციოს. წითლები ეგვიპტელს წელიწადში 22.4 მილიონ გირვანქას სთავაზობენ.

 

ესპანური პრესის ინფორმაციით, ეს რეალის მიერ შეთავაზებულ წინადადებაზე მეტია, რომელიც კვირაში  430 000 გირვანქას გულისხმობს, რაც წელიწადში 20 640 000 მილიონი გამოდის.

 

სალაჰმა გასულ ზაფხულს მერსისაიდელებთან კონტრაქტი 2023 წლამდე გაახანგრძლივა, თუმცა კლუბს უნდა ის 2024 წლამდე დარჩეს და სხვაგან გადასვლაზე არ იფიქროს.

 

27 წლის ფეხბურთელმა ლივერპულში 2017 წლიდან თამაშობს და პრემიერლიგის 74 შეხვედრაში 54 გოლი გაიტანა.