კლოპს მადა გაეხსნა

ბრიტანელებს მიზნის მისაღწევად 70 მილიონის გადახდა მოუწევთ. 

პიოტრ ზელინსკიმ კარიერა შესაძლოა პრემიერლიგაში გააგრძელოს. როგორც Calciomercato იუწყება, ნაპოლის ფეხბურთელისადმი ინტერესს ლივერპული იჩენს. მერსისაიდელები პოლონელის გადაბირებას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას შეეცდებიან. აქვე გეტყვით, რომ ზელინსკის გადაბირება პირადად იურგენ კლოპს სურს.

 

24 წლის ფეხბურთელი ნეაპოლეტანელებს 2016 წლის ზაფხულში, ემპოლიდან შეუერთდა. მიმდინარე სეზონში ზელინსკიმ 18 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. ცნობისთვის, მისი ფასი 70 მილიონ ევროს შეადგენს.

 

რაც შეეხება ლივერპულის სატრანსფერო გეგმებს, ზელინსკის გარდა მერსისაიდელებს უსმან დემბელეს, აარონ რემზისა და ბენჟამინ პავარის დამატებაც სურთ.