ზინედინ ზიდანი: კარგი იქნება თუ ბეილი ხვალვე დაგვტოვებს

გადაწყვეტილება მე მივიღე და აზრის შეცვლას არ ვაპირებ 

ზინედინ ზიდანის თქმით, გარეთ ბეილს რეალის დატოვება მოუწევს. ამის შესახებ მან Marca-სთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

 

„ კარგი იქნება თუ ბეილი ხვალვე დაგვტოვებს, ეს მისთვისაც უკეთესი იქნება და ჩვენთვისაც. მის გასხვისებაზე უკვე ვმუშაობთ. ბეილთან პირადული პრობლემა არ მაქვს, თუმცა ფეხბურთია და ასეც ხდება ხოლმე. გარეთს ვესაუბრე და ყველაფერი გაიგო. მისი წასვლის შესახებ გადაწყვეტილება მე მივიღე და აზრს აღარ შევიცვლი,“ - განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.

 

უელსელმა ვარსკვლავმა ბოლო რამდენიმე სეზონია აშკარად მოუკლო. ის ისეთივე პროდუქტიული ვეღარაა, როგორსაც გუნდის ხელმძღვანელები ელიან. წინა სეზონში ბრიტანელმა შემტევმა 42 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა.