ხამესი მილანსაც დაუკავშირეს

კოლუმბიელს კარიერის გაგრძელების ახალი ვარიანტი აქვს

ხამეს როდრიგესზე ცნობები არ წყდება. ბოლო ინფორმაციით, კოლუმბიელის გადაბირება მილანსაც სურს. ცნობილია, რომ ფეხბურთელის აგენტი იტალიაშია და კლუბთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

 

არახალია, რომ რეალის ხელმძღვანელებს როდრიგესის დარჩენა არ სურთ და მზად არიან ფეხბურთელს შეელიონ. აქვე გეტყვით, რომ როსონერის გარდა, კოლუმბიელის გადაბირება ატლეტიკოს და ნაპოლისაც სურთ.

 

ხამესი რეალში 2014 წლის ზაფხულში მონაკოდან გადავიდა. ბოლო 2 წელი იგი მიუნხენის ბაიერნში იყო განათხოვრებული. წინა სეზონში ნახევარმცველმა რეკორდმაისტერთა მაისურით 28 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.