ლებრონ ჯეიმსი - ლიდერი, მწვრთნელი, გამთამაშებელი

ბრძოლა მომავლისთვის. ლებრონის ლეიკერსი არ არის ერთჯერადი პროექტი. მოდის, იზრდება ჯეიმსის შვილი, რომელმაც გუნდში მამიკოს ადგილი უნდა მიიღოს.

ლეიკერსმა ამ სეზონში ბევრი ბრძოლა უნდა მოიგოს.

ბრძოლა ლოს ანჯელესისთვის. იქ, რუბიკონის მეორე მხარეს კავაი და ჯორჯი ელოდებიან.

ბრძოლა ძველი დიდების დასაბრუნებლად. კრიტიკოსები ჩასაფრებულები ელოდებიან კლუბის კიდევ ერთ, მორიგ შეცდომას.

ბრძოლა ღირსებისთვის. მოტივირებულ ლებრონთან ერთად ეს არ იქნება შეუძლებელი.

ბრძოლა ფინალისთვის. დასავლეთში წელს საგიჟეთია. და ლებრონმა ეს საცობი მაქსიმალურად ცოტა ჭრილობით უნდა გაიაროს. რომ ბოლო დონეზე არ დაეცეს.

ბრძოლა მომავლისთვის. ლებრონის ლეიკერსი არ არის ერთჯერადი პროექტი. მოდის, იზრდება ჯეიმსის შვილი, რომელმაც გუნდში მამიკოს ადგილი უნდა მიიღოს.

ლებრონი იქნება ლიდერი. ყველგან იყო. ლებრონი იქნება მწვრთნელი. არაოფიციალურად, მაგრამ იქნება. ლებრონი იქნება ძირითადი გამთამაშებელი. ის მზად არის. ლებრონი იქნება ჰალკი, რომელიც ორიგინალ მონსტრს დაკუჭავს.

და ლებრონი მაიკლ ჯორდანის ტახტს უყურებს. უნდა, რომ მიუახლოვდეს. და ჯერ ძალიან შორია.