7 მილიონი სამსახურის დაკრგვისთვის

ჰიუზმა საჩუქარი ვერ შეირგო

საუთჰემპტონმა კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტისთვის უელესლ მწვრთნელ მარკ ჰიუზს 7 მილიონი ევრო გადაუხადა.

 

არადა, ჰიუზმა კლუბს წინა სეზონის პრემიერლიგაში ადგილი შეუნარჩუნა, რისთვისაც ხელმძღვანელებმა მაისში სამწლიანი კონტრაქტით დაასაჩუქრეს, ნოემბერში კი გაათავისუფლეს...

 

ამჟამად საუთჰემპტონი 14 ტურის შემდეგ 9 ქულით მე-18 საფეხურზეა და მხოლოდ ბარნლიზე და ფულემზე წინ არის. წმინდანებს 5 დეკემბერს, უემბლიზე, ტოტენჰემთან სათამაშოდ ჰიუზის ყოფილი თანაშემწე კელვინ დევისი გაიყვანს.