ქართველი კაპიტანი ჩეხურ სპარტაში

ჩეხეთში რვაგუნდიანი საერთაშორისო ტურნირი დაიწყო, ჩეხეთის სპარტაც თამაშობს და გუნდის კაპიტანია ქართველი მცველი ივა გელაშვილი. ტურნირზე 19–წლამდელთა გუნდები გამოდიან.

სპარტა ჩეხეთის ყველაზე დიდი კლუბია. და როცა 19–წლამდელთა გუნდში ერთადერთი ლეგიონერი ქართველია და ისიც კაპიტანი, ცოტას არ ნიშნავს. ვნახოთ, ეგებ მთავარ გუნდშიც დააწინაურონ.

 

ივა გელაშვილს ნათამაშევი აქვს საქართველოს 17 და 19–წლამდელთა ნაკრებებში. იყო როგორც გიორგი ნემსაძის, ასევე გიორგი მიქაძის გაწვრთნილ ნაკრებებში. 19–წლამდელებში წლეულს შემოდგომაზეც შეეძლება ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში გამოსვლა: ამჯერად ამ ასაკის ნაკრებს რამაზ სვანაძე წვრთნის.    

 

ფოტოზე: გელაშვილი (N 3)