ლივერპულმა რეკორდსმენი შეიძინა

ლივერპულმა ინგლისური პრემიერლიგის რეკორდსმენი შეიძინა: თავდამსხმელი ჰარვი ელიოტი, რომელიც ფულემში თამაშობდა.

რომელ რეკორდზე ვწერთ? ელიოტი პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია. გასული სეზონის ბოლოსწინა ტურში ვულვზთან ითამაშა და იმ დროს 16 წლისა და 30 დღის გახლდათ.

 

მანამდე ინგლისის ლიგის თასზეც ითამაშა, მილუოლთან. იმ დროს სულაც 15 წლისა და 174 დღის იყო. ასევე რეკორდი ლიგის თასისთვის.

 

ლივერპული უახლოეს ამხანაგურ მატჩს ნაპოლისთან გამართავს და ელიოტიც გუნდთან ერთად ემზადება. აბა, დავიმახსოვროთ ეს ფეხბურთელი.