დუბლი – ლობჟანიძემ დაიწყო და დაამთავრა (+VIDEO)

საბა ლობჟანიძემ დუბლი გაიფორმა დანიის ჩემპიონატის მესამე ტურში. რანდერსი ჰობროს სტუმრობდა და 2:2 ითამაშა.

ლობჟანიძემ მე–9 წუთზე პენალტი მოიპოვა და თავადვე ზუსტად შეასრულა. მერე რანდერსი აგებდა და თან 10 კაცით იყო დარჩენილი, როცა საბამ ახლო მანძილიდან შეაგდო: ლამაზი გოლი იყო, მიწაზე დაუშვებლად ერთ შეხებაში ძლიერად დაარტყა.

 

შესაძლოა, ლობჟანიძემ ამ ზაფხულს დატოვოს კლუბი. მისით ინტერესდებოდნენ გერმანული კარლსრუე და ფერენცვაროში, ჯერაც აქტუალურია ბრონდბიუს თემა და კიდევ არიან მსურველები.