არჩევანი რაბიოზეა

რაბიოს გადაბირება მხოლოდ ბარსელონას როდი სურს. ფრანგი ფეხბურთელით ინგლისური გუნდები ინტერესდებიან. 

როგორც ჩანს ადრიენ რაბიო იანვარში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოთამაშე იქნება. ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პსჟ-ს ფეხბურთელის გადაბირება ლონდონურ გუნდებს, არსენალსა და ტოტენჰემს სურთ.

 

რაბიოს პარიზელებთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება. ლიგა 1-ის ჩემპიონებმა მას ხელშეკრულების გახანგრძლივება კი შესთავაზეს, თუმცა ფეხბურთელი უარზეა. რაც შეეხებათ არსენალსა და ტოტენჰემს, თითქმის გადაწყვეტილია, რომ მეთოფეთა რიგებს აარონ რემზი დატოვებს და სავარაუდოდ სწორედ მის შემცვლელად სურთ ადრიენი. ასევე ცნობილია, რომ ტოტენჰემი შესაძლოა კრისტიან ერიკსენმა დატოვოს და აქედან გამომდინარე დეზები შუახაზის გაძლიერებას აპირებენ.

 

ცნობისთვის, უკვე დიდი ხანია, რაც 25-ე ნომრის დამატება კატალონიის ბარსელონასაც უნდა. ბლაუგრანას შეფობა რაბიოს დამატებას ზაფხულში ცდილობდა, თუმცა არ გამოუვიდა. ბოლო ინფორმაციით ესპანელები მის შეძენას იანვარშიც შეეცდებიან.