გიორგი ჭიაბრიშვილი: შეუძლებელი არაფერია

გიორგი ჭიაბრიშვილის მატჩისწინა პრესკონფერენცია

30 ივლის ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი გაიმართება. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი საბურთალო ზაგრებში დინამოს ესტუმრება. შეხვედრამდე ქართული გუნდის თავკაცმა გიორგი ჭიაბრიშვილმა პრესკონფერენცია გამართა.

 

„გუნდში კარგი განწყობაა, ფეხბურთელები დინამოსთან გასამართი მატჩისთვის მზად არიან. ყველა შეხვედრაში მოსაგებად გავდივართ და ასე იქნება ხვალაც. კარგად ვიცით, რომ ზაგრების დინამო ძალიან ძლიერი გუნდია და მიზნის მიღწევა მარტივი არ იქნება.

 

რამდენიმე ფეხბურთელს ტრავმა აქვს და სამწუხაროდ მათ გარეშე გვიწევს თამაში. ლევან ყენია საუკეთესო ფორმისგან შორსაა. იგი ჩვენთან ერთადაა და თუ საჭირო გახდება თამაშში ჩაერთვება კიდეც.

 

განვმეორდები და ვიტყვი, რომ თბილისში მარცხს არ ვიმსახურებდით. მოედანზე 100%-ით დავიხარჯებით, შეუძლებელი არაფერია“ - თქვა ჭიაბრიშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ საბურთალოსა და ზაგრების დინამოს შორის პირველი მატჩი, თბილისში სტუმართა სასარგებლოდ 2:0 დასრულდა.