პერესი: რონალდუ ყოველთვის მოგვენატრება

კრიშტიანუს დიდი გულშემატკივარი ვარ და მუდამ წარმატებებს ვუსურვებ

ესპანურმა გამოცემა Marca-მ კრიშტიანუ რონალდუს ლეგენდარული ფეხბურთელის ჯილდო გადასცა. აღნიშნულ ცერემონიალს რეალის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესიც დაესწრო, რომელმაც მედიასთან ისაუბრა.

 

„არ შემეძლო დღეს აქ არ ვყოფილიყავი. რონალდუს დიდი გულშემატკივარი ვარ და მას მუდამ წარმატებებს ვუსურვებ. კრიშტიანუ ჩვენ ყოველთვის მოგვენატრება,“ - თქვა რეალის პრეზიდენტმა.

 

პორტუგალიელი მეგავარსკვლავი ბლანკოსში 2009-18 წლებში თამაშობდა. სამეფო გუნდის რიგებში მან 438 მატჩი ჩაატარა, სადაც გუნდს 451 გოლით და 131 საგოლე გადაცემით დაეხმარა.