პსჟ დათმობაზე წავიდა

ფრანგებმა ნეიმარს ფასი დააკლეს

ნეიმარზე კვლავ დიდი ამბებია. ფრანგული პრესის ცნობით, პსჟ მზადაა ბრაზილიელს 180 მილიონ ევროდ შეელიოს. აქამდე ცნობილი იყო, რომ ფრანგები მე-10 ნომერს 300 მილიონად აფასებდნენ, როგორც ჩანს ტუხელის გუნდმა პოზიციები დათმო.

 

არახალია, რომ თავად ფეხბურთელს ლიგა 1-ის დატოვება სურს და მის გაშვებაზე პსჟ-ს ხელმძღვანელებიც ფიქრობენ. ფეხბურთელის გადაბირება ბარსელონას, რეალს და იუვენტუსს სურთ. რაც შეეხება ნეიმარის პოზიციას, ბრაზილიელს ბლაუგრანაში დაბრუნება აქვს მოწადინებული.

 

ნეიმარი პსჟ-ში 2017 წლის ზაფხულში ბარსელონადან გადავიდა. ბოლო სეზონში სუპერვარსკვლავმა 28 მატჩი ჩაატარა და 23 გოლი გაიტანა.