ლობჟანიძე: სიმბოლური და თითქმის ათიანი

საბა ლობჟანიძე დანიის ჩემპიონატის მესამე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

შეგახსენებთ, რანდერსის ქართველმა გარემარბმა ორი გოლი გაუტანა ჰობროს და მატჩი 2:2 დასრულდა. სეზონის სამ ტურში პირველად მოხდა, რომ რანდერსის ფეხბურთელი სიმბოლურში შეიყვანეს.

 

დანიის სუპერლიგის საიტმა ლობჟანიძეს 9,7 ბალი დაუწერა. მხოლოდ ერთ ფეხბურთელს დაუწერეს მეტი – 10,0 ერგო სონდერისკეს ფორვარდ მარტ ლიდერს.

 

რაც შეეხება საბას შესაძლო ტრანსფერს, სიახლე ჯერ არაა.