დაკერილი

სტივ კერი ამას უფრო გემოვნებით აკეთებს და გოლდენ სტეიტის კალათბურთში იყო აღმაფრენა, ხალისი, ბავშვური ენთუზიაზმი.

გოლდენ სტეიტს დაკერვა მოუხდა.

როდესაც ბოსებმა მკაცრი და ძველმოდური მარკ ჯექსონი უფრო თანამედროვე სტივ კერით შეცვალეს, უორიორზი გაიშალა, უფრო ფერადი, საინტერესო, ფეთქებადი და არითმიული გახდა. კერმა ბიჭებს კალათბურთით კაიფის მიღება არ დაუშალა.

და გოლდენ სტეიტმა აკრიფა.

სტივი-მოთამაშე ლეგენდებთან ერთად იყო, მათთან ერთად გადიოდა სისხლიან გარჩევებს. მაიკლ ჯორდანთან ერთად ჩიკაგოში და ტიმ დანკანთან ერთად - სან ანტონიოში. კერი სწავლობდა ფილ ჯექსონისგან და კერი კითხულობდა გრეგ პოპოვიჩის კონსპექტებს.

და ლიგამ მიიღო მწვრთნელი-ჰიბრიდი. სახიფათო ექსპერიმენტის ნაყოფი, რომელმაც გოლდენ სტეიტს მომავლის კალათბურთი ათამაშა.

კერი ცვლის ტაქტიკას. ბევრი ცვლის. კერი თამაშობს ცენტრის გარეშე. ბევრი თამაშობს ცენტრის გარეშე. კერი ცდილობს 7-8 წამში დაამთავროს საკუთარი გუნდის შეტევა. იგივეს აკეთებდა მაიკ დ’ანტონის ფინიქსიც.

მაგრამ სტივ კერი ამას უფრო გემოვნებით აკეთებს და გოლდენ სტეიტის კალათბურთში იყო აღმაფრენა, ხალისი, ბავშვური ენთუზიაზმი.

ახალ სეზონში კერი იგივეს დიურანტის გარეშე გააკეთებს. ან, ვერ გააკეთებს და ახალ ექსპერიმენტს დაიწყებს.