ბაილიმ შესაძლოა წელს ვეღარ ითამაშოს

მანჩესტერელთა მცველის ტრავმა საკმაოდ სერიოზული აღმოჩნდა

მანჩესტერსა და ტოტენჰემს შორის გამართულ ამხანაგურ მატჩში ერიკ ბაილიმ ტრავმა მიიღო და მოედანი დროზე ადრე დატოვა. დაზიანება იმდენად სერიოზული იყო, რომ ფეხბურთელი საკაცით გაიყვანეს.

 

BBC-ის ინფორმაციით, მანჩესტერელთა მე-3 ნომერმა, შესაძლოა, წლეულს ვერ ითამაშოს. აღნიშნული წყარო გვაუწყებს, რომ ცენტრალურ მცველს 4-5 თვე გაუცდება. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ერიკს კიდევ ერთი ოპერაციის გაკეთება დასჭირდება.

 

25 წლის მცველი მანჩესტერში 2016 წლის ზაფხულში ვილიარეალიდან გადავიდა. წინა სეზონში ბაილიმ 18 მატჩი ჩაატარა