არველაძის გასროლა და აღფრთოვანებული ვან გაალი (ვიდეო)

შოთა არველაძის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი (ვიდეო)

2007 წელს ერედივიზიონის მორიგი ტურის მატჩი გაიმართა. ალკმაარმა როტერდამის სპარტას უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. იმ ხანად აზელთა ერთ-ერთი ლიდერი შოთა არველაძე გახლდათ. როტერდამელებთან მატჩში ჩვენებურმა ბრწყინვალე გოლი გაიტანა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს მის კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო გოლი იყო. ასევე საინტერესოა გოლის შემდეგ, ლუი ვან გაალის რეაქცია, რომელმაც აღფრთოვანება ვერ დამალა.