დინამო-გაბალას მატჩის დღეს მეტრო 00:00 საათამდე იმუშავებს 

თბილისის მერიამ კლუბის თხოვნა გაითვალისწინა 

1 აგვისტოს, ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრას თბილისის დინამო გაბალას წინააღმდეგ ჩაატარებს. დინამო არენაზე მატჩი 21:00 საათზე დაიწყება. 


თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, მეტრო 00:00 საათამდე იმუშავებს. როგორც თბილისის დინამოს პრეს-სამსახურში წერენ, მერიაში კლუბის თხოვნა გაითვალისწინეს და მეტროს სამუშაო დღის ერთი საათით გვიან დასრულების გადაწყვეტილება მიიღეს, რათა გულშემატკივარმა სტადიონიდან გადაადგილება უპრობლემოდ მოახეროს


შეგახსენებთ, პირველი მატჩი აზერბაიჯანში ლევან კუტალიას და არფანგ დაფეს გოლებით, თბილისელთა გამარჯვებით - 2:0 დასრულდა.