გიოტცე: GOT ჩემი საყვარელი სერიალია

დორტმუნდის ვარსკვლავი სამეფო კარის თამაშებს მიმოიხილავს 

 

მარიო გიოტცე "სამეფო კარის თამაშების" დიდი ქომაგი ყოფილა. ოქროს ბიჭუნა HBO-ს გენიალური პროექტით მოხიბლულია, თუმცა ბევრი გულშემატკივრის მსგავსად ბოლო სეზონის მიმართ კრიტიკას არ იშურებს. 


"სამეფო კარის თამაშები" ჩემი საყვარელი სერიალია. რაც შეეხება ბოლო სეზონს, ამის შეფასება ძალიან რთულია. ერთის მხრივ, ტექნიკური თვალსაზრისით, მოვლენები კარგად არის მოთხრობილი, თუმცა ბევრი პასუხი გაუცემელი შეკითხვა რჩება.


სრულიად განსხვავებულ დასასრულს ველოდი, მაგრამ მთლიანობაში სერიალი მაინც ძალიან დასამახსოვრებელი და ლამაზი გამოვიდა.


ჩემი ფავორიტი პერსონაჟი ჯონ სნოუა, რომლის მიმართაც პირველი სერიებიდანვე დადებითად განვეწყვე",-თქვა დორტმუნდში დაბრუნებულმა 27 წლის შემტევმა


გიოტცემ კარიერა დორტმუნდში დაიწყო, მერე მიუნხენის ბაიერნში გადაბარგდა, სადაც 3 წელიწადი გაატარა, გერმანიის ნაკრებს 2014 წლის მუნდიალი მოაგებინა და ბორუსიაში დაბრუნდა. 


წინა სეზონში მარიომ 34 მატჩში 7 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი მოაგროვა.