ბაიერნმა სანეს ალტერნატივა ნახა

გერმანელები კვლავ შეტევის გაძლიერებაზე ფიქრობენ

მიუნხენის ბაიერნს ლეროი სანეს დამატება სურს. გერმანელები მისი შეძენით ძალიან არიან მოწადინებულნი, თუმცა როგორც ჩანს სიტის შემტევი ქალაქელების დატოვებას ჯერ არ აპირებს.

 

ბოლო ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ სანეს ტრანსფერი არ გაიჩარხება, კოვაჩის გუნდი ლევერკუზენიდან ლეონ ბაილის დამატებას შეეცდება. ცნობილია, რომ გერმანელები მზად არიან იამაიკელის სანაცვლოდ სოლიდური თანხა გადაიხადონ. ამ თემაზე თავად ფეხბურთელის და ბაიერის პოზიცია უცნობია.

 

ბაილი ლევერკუზენში 2017 წლის ზამთარში გენკიდან გადავიდა. დღეს იგი გუნდის წამყვანი ფეხბურთელი და საკმაოდ მოთხოვნადი მოთამაშეა. წინა სეზონში ბაილიმ 39 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.