ჩიხურა შოტლანდიაში განადგურდა - ევროპას ორი გუნდი შემორჩა

თბილისური ფრის შემდეგ, საჩხერულმა კლუბმა 5 უპასუხო გოლი გაუშვა 

საჩხერის ჩიხურამ ევროსარბიელზე გამოსვლა დაასრულა. გუნდი, რომელიც ევროტურნირებზე ბოლო წლებში ყველაზე დიდი სტაბილურობით გამოირჩევა, შოტლანდიაში გამოცდილ აბერდინთან - 0:5 განადგურდა.

სოსო ფრუიძის გუნდმა თბილისურ მატჩში ფრე 1:1 ითამაშა, თუმცა სტუმრად მეტოქეს ვერაფერი მოუხერხა.

საჩხერელებმა პირველ ტაიმში ორი ბურთი მიიღეს - დუბლი სემ კოსგროვემ გაიფორმა, რომელმაც საბოლოოდ ჰეთ-თრიქს უწია. თითო-თითო გოლი ქართულ გუნდს გრეგ ლეიმ და სკოტ რაითმა გაუტანეს.

ჩიხურამ გამოსვლა ზედიზედ მეორე სეზონში, მეორე ეტაპზე დაასრულა, შემდეგ მატჩს საჩხერელები უკვე ეროვნულ ლიგაში, ბოლნისის სიონთან გამართავენ.