რონალდუ დიბალას: მანჩესტერში გადადი!

დიბალას გარდა, ეს შეთანხმება ყველას ხიბლავს

იუვენტუსი და მანჩესტერი ლუკაკუსა და დიბალას გაცვლას აპირებენ. ამ შეთანხმებით არგენტინელი ფორვარდის გარდა ყველა კმაყოფილია - დიბალას ტურინის დატოვება არ სურს. Daily Mail-ის ინფორმაციით, ფეხბურთელმა „ვათსაფის“ მეშვეობით კრიშტიანუ რონალდუს რჩევა ჰკითხა, რომელმაც მანჩესტერში გადასვლა ურჩია. პორტუგალიელმა ვარსკვლავმა წითელი ეშმაკების რიგებში 6 სეზონი გაატარა და ჩემპიონთა ლიგასთან ერთად, ოქროს ბურთიც მოიგო.