მასიმილიანო ალეგრი: რონალდუ ძალიან მოტივირებულია

კრიშტიანუ მეორე ადგილით ძალიან უკმაყოფილოა. 

იუვენტუსის მთავარი მწვრთნელის მასიმილიანო ალეგრის განცხადებით, კრიშტიანუ რონალდუ მოტივირებულია, რომ შემდეგ წელს ოქროს ბურთი მოიგოს. მოგეხსენებათ ამ წლის საუკეთესო ფეხბურთელად ლუკა მოდრიჩი დაასახელეს, პორტუგალიელი კი მეორე ადგილს დასჯერდა.

 

„რონალდუ მეორე ადგილით ძალიან უკმაყოფილოა. პორტუგალიის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 1/8 ფინალური ეტაპი ვერ დაძლია და კრიშტიანუც ალბათ სწორედ ამიტომ არ დაასახელეს საუკეთესოდ. ის ახლა ძალიან მოტივირებულია და სურს 2019 წელს ნომერ პირველ ფეხბურთელი სწორედ ის გახდეს.“-განაცხადა ალეგრიმ.

 

შეგახსენებთ, რომ რონალდუს ტიტულების კოლექციაში 5 ოქროს ბურთია. იგი წლის საუკეთესო ფეხბურთელად 2008, 2013, 2014, 2016 და 2017 წლებში გამოაცხადეს. მიმდინარე სეზონში 33 წლის ფეხბურთელმა 18 მატჩი ჩაატარა და 11 გოლთან ერთად 6 საგოლე გადაცემა მიითვალა.