ვან გაალი: გვარდიოლა მარტო თავის გუნდს უყურებს

ჰოლანდიელმა მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა გამოთქვა აზრი, თუ რატომ ვერ იგებს ჩემპიონთა ლიგას პეპ გვარდიოლა მას შემდეგ, რაც ბარსელონადან წავიდა.

„ინგლისის პრემიერლიგის ორჯერ მოგება ფანტასტიკის სფეროა. გვარდიოლამ ინგლისში ყველაფერს მიაღწია, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის აღება სხვა რამ არის. რატომ ვერ ახერხებს ამას? პეპი ზედმეტად ბევრს მუშაობს თავისი გუნდის თამაშის დასახვეწად და მეტოქის სათამაშო ნიუანსებს აღარ უყურებს. მეტოქე ყოველთვის უნდა დააფასო“ – წერს ვან გაალის სიტყვებს France Football–ი.     

 

შეგახსენებთ, გვარდიოლა და ვან გაალი ერთად იყვნენ ბარსელონაში: პეპი ფეხბურთელი და ჰოლანდიელი მწვრთნელი.