პსჟ-მ სეზონი ტიტულით გახსნა (ვიდეო)

დი მარიას ბრწყინვალე ჯარიმით ტუხელის გუნდმა ფავორიტის სტატუსი გაამართლა (ვიდეო)

საფრანგეთის სუპერთასზე ერთმანეთს მოქმედი ჩემპიონი პსჟ და თასის მოქმედი გამარჯვებული რენი დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ტუხელის გუნდის სასარგებლოდ 2:1 დასრულდა.

 

ანგარიში მე-13 წუთზე რენმა გახსნა. ბურიგადის ჩაწოდების შემდეგ, ადრიენ ჰანუმ ბურთი არეოლას კარში გადაგზავნა. 57-ე წუთზე პსჟ-მ გაათანაბრა. მარკინიოსი სარაბია მბაპეს კომბინაცია ამ უკანასკნელმა ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა. გადამწყვეტი მომენტი 73-ე წუთზე დადგა, როცა შეცვლაზე შესულმა ანხელ დი მარიამ ბრწყინვალე ჯარიმით პსჟ დააწინაურა. დარჩენილ დროში დედაქალაქელებმა უპირატესობა ხელიდან არ გაუშვეს და სეზონში პირველ ტიტულს დაეუფლნენ.

 

ცნობისთვის, საფრანგეთის სუპერთასი პსჟ-მ მეცხრედ მოიგო. რაც შეეხება ლიგა 1-ს, პირველი ტურის მატჩს ტუხელის შეგირდები 11 აგვისტოს, ნიმეს წინააღმდეგ გამართავენ.