ეს სელტიქსია, თავი დახარეთ!

უდროოდ, კარიერის პიკზე წასული რეჯი ლუისი, რომელსაც არაადამიანური ნიჭი ჰქონდა და გული გაუჩერდა. წასულებიც გვახსოვს.

ბოსტონში ბევრი კარგი ისტორიული ადგილია. სადაც მეგობართან ერთად მშვენივრად გაატარებ დროს და ბევრ საინტერესო ამბავს გაიგებ. ბევრ საინტერესო ისტორიას საინტერესო და განსაკუთრებულ ხალხზე, რომლებიც ქმნიდნენ ამ ისტორიებს. ეს ხალხი მწვანე ფორმას უფრთხილდებოდა და ამ ხალხმა ბოსტონს ღირსება და ერთგულება აჩუქა,

ეს ხალხი ბოსტონ სელტიქსია. ლეგენდები.

ლარი ბერდი და მისი უშნო ულვაში და საოცარი სროლა. ლარი ლეგენდაა.

რედ აუერბახი და გასახდელში გაბოლილი სიგარა. რედი ლეგენდა იყო.

ბილ რასელი და უფრო მეტი საჩემპიონო ბეჭედი, ვიდრე - ხელის თითები. ბილი დიდია.

ბობ კუზი და ყველაზე საინტერესო დრიბლინგი კალათბურთის ისტორიაში. კუზიმ დაიწყო ეს ლეგენდა.

დეივ კოუენსი და მოტეხილი ხელით მოგებული ფინალური სერია. დეივი აქ ლეგენდაა.

ჯონ ჰავლიჩეკის ის ჩაჭრა, რომელიც მისი მდიდარი კარიერის მხოლოდ ერთი უმნიშვნელო ეპიზოდი იყო. კიდევ ერთი ლეგენდა.

ტომ ჰეინსონი და მისი მთვრალი ძმაკაცები, რომლებსაც ბოსტონი და ტომი ყველაზე უფრო უყვარდათ. ტომი ლეგენდაა.

უდროოდ, კარიერის პიკზე წასული რეჯი ლუისი, რომელსაც არაადამიანური ნიჭი ჰქონდა და გული გაუჩერდა. წასულებიც გვახსოვს.

კევინ მაქჰეილი და მისი არარეალური მოძრაობები სამწამიანში. კევინი იქ ბოსი, ლეგენდა იყო.

რობერტ პერიში. ბელადი, რომელიც მოგიგებდა და არ გაგწირავდა. პერიში ლეგენდა იყო.

პოლ პირსი და ერთგულება. პოლ პირსი და ოჯახი. პოლ პირსი და ისტორია. კიდევ ერთი უკვდავი კაცი.

ეს სელტიქსია. ეს ისტორიაა. ეს უკვდავებაა. ეს 17 მოგებული ფინალია.

თავი დახარეთ.