ვიტსელი: ბაიერნის მცველებს სანჩოსი ეშინოდათ

გერმანიის სუპერ თასის შემდეგ, სადაც დორტმუნდმა ბაიერნი 2:0 დაამარცხა, შავ-ყვითლების ბელგიელმა ნახევარმცველმა აქსელ ვიტსელმა ჯეიდონ სანჩოს შესახებ კომენტარი გააკეთა. მოგეხსენებათ, ამ შეხვედრაში ინგლისელმა გოლთან ერთად საგოლე გადაცემაც შეასრულა.

 

სანჩოს უზარმაზარი ტალანტი აქვს. როდესაც ის ბურთს იღებდა, ბაიერნის მცველებს მისი ეშინოდათ. ჩემი აზრით, ეს ნორმალურია, რადგან ჯეიდონს ბურთით საოცარი რაღაცების გაკეთება შეუძლია. ის სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელია, რომელსაც გოლების გატანაც შეუძლია. საქმე სრულყოფილებასთან გვაქვს", - თქვა ვიტსელმა.