კაპელანი

დღეს, ჰიუსტონის სამწამიანს ახალგაზრდა, მოქნილი, უშიშარი და უკომპლექსო კლინტ კაპელა უფრთხილდება. რომელმაც ოლაჯუონისგან მიიღო რჩება - თავი არ დახარო, ან - დაგაჩოქებენ. 

ჰიუსტონის სამწამიანში ყოველთვის სანდო პერსონაჟები მორიგეობენ.

ჰაკიმ ოლაჯუონის, რალფ სემფსონის, კევინ უილისის წლებმა ჰიუსტონს ბევრი კარგი მოგონება დაუტოვა. ოლაჯუონი სხვა თემაა. ჰაკიმმა ქალაქს ორი დიდი ზეიმი აჩუქა. ჰაკიმი იყო ისტორია. დანარჩენები - ამ ისტორიას უფრთხილდებოდნენ.

დღეს, ჰიუსტონის სამწამიანს ახალგაზრდა, მოქნილი, უშიშარი და უკომპლექსო კლინტ კაპელა უფრთხილდება. რომელმაც ოლაჯუონისგან მიიღო რჩება - თავი არ დახარო, ან - დაგაჩოქებენ. და კაპელა ცდილობს, ეს რჩევა ყველასთან გაითვალისწინოს.

კაპელა იზრდება, კაპელა საკუთარ თავზე მუშაობს. გამხდარი, კომპლექციით ანდრე კირილენკოს ტანზეა. კაპელა სამწამიანში ტერორია. კაპელამ ისწავლა ტკივილის ატანა.

კლინტ კაპელა ელოდება. პასს ჰარდენისგან. შექებას დ’ანტონისგან. ზარს მეგობრებისგან.

ჰიუსტონის სამწამიანში პატრულირებს ბიჭი, რომელმაც ბავშვობა ბეგობრებთან ერთად ერთ პატარა ოთახში გაატარა.

ახალ სეზონში ჰიუსტონის კაპელანი სხვა დონეზე გავა.

კაპელა იწყებს.