პაპუნაშვილი – ყველაფერი რიგზეა

გიორგი პაპუნაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა. საბედნიეროდ, ქართველმა სარაგოსაში გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა.

შეგახსენებთ, ქართველი ნახევარმცველი სამშაბათს დაშავდა. კოჭზე დისკომფორტი იგრძნო და ვარჯიში შეწყვიტა. რეციდივზე შიშობდნენ: პაპუნაშვილი მარცხენა ფეხის კოჭმა ძალიან გააწვალა და გასული სეზონის უმეტესი ნაწილი გამოატოვებინა.

 

ესპანეთის სეგუნდა დივიზიონი 17 აგვისტოს დაიწყება. სარაგოსა ტენერიფეს უმასპინძლებს.