ლეგენდა ფეხბურთიდან წავიდა

ფეხბურთელი, რომელსაც ვერ დაივიწყებ...

ვისაც დიეგო ფორლანის თამაში უნახავს, წარმოუდგენელია დაავიწყდეს. შეიძლება, ოცდამეერთე საუკუნეში ურუგვაის უფრო დახვეწილი ფორვარდი არც ჰყოლია. ბოლოს ასეთი ენცო ფრანჩესკოლი მახსენდება. დიეგოს ერთი წელია ფეხბურთი აღარ უთამაშია, თუმცა დაბრუნებას მაინც აპირებდა. თავადაც თქვა, რამდენიმე კვირის წინ სხვადასხვა შემოთავაზებები მქონდა, გადაწყვეტილების მიღება ამის გამო უფრო გამიჭირდაო.

 

2010 წლის მსოფლიოზე ბურთი „ჯაბულანი“ ყველამ გააკრიტიკა, ტრაექტორიის ცვლილებას უწუნებდნენ, მეკარეებს კი მისი მოხელთება უჭირდათ. ფორლანი იყო კაცი, რომელმაც მოვლენებს ალღო სხვა ვარსკვლავებზე უკეთ აუღო და მსოფლიო ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა. მიუხედავად ურუგვაის მეოთხე ადგილისა, ფიფამ ის მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელა.  მის გარდა, მეოთხე ადგილზე გასული გუნდის ფეხბურთელი საუკეთესო ჯერ არასდროს გამხდარა.

 

გახსვოთ ფულჰემთან ევროპა ლიგის ფინალი? მაშინ ატლეტიკომ ეს ტურნირი პირველად მოიგო. ძნელი გამოსაცნობი არ არის ამ გამარჯვების მთავარი შემოქმედი ვინ იყო - ფორლანი,  კაცი  რომელმაც ინგლისელებს 2 გოლი გაუტანა. ათლეტებმა იმ თამაშში 2:1 გაიმარჯვეს.

 

საჯარიმოს  მისადგომებიდან, საჯარიმოში, პასები, ჯარიმები, ორივე ფეხით... 21 წლიანი კარიერის შემდეგ, 40 წლის ურუგვაელი ფეხბურთიდან წავიდა.

 

ეს სპორტი ხომ ასეთი ხალხის გამოც გვიყვარს...