კობი თუ ლებრონი?

ლებრონი ნაკლებით მეტს იგებდა. ლებრონი იყო სტაბილური შემქმნელი და კობი - პერიოდული მკვლელი.

ყველაზე პოპ-კითხვა კალათბურთში.

ყველაზე გაცვეთილი პოლემიკა კალათბურთში.

ყველაზე პოპულარული ტიპები კალათბურთში. მაიკლის და მეჯიქის შემდეგ.

ჩემთვის უფრო ახლოს ლებრონი დგას. რომელიც უფრო მეტია. რომელიც თავის გუნდს უფრო მეტ კომპონენტში ეხმარება. ლებრონი კობი ბრაიანტზე დიდი მოთამაშეა.

ნუ დაითვლით საჩემპიონო ბეჭდებს. მაგ ლოგიკით, სტანისლავ მედვედენკო კარლ მელოუნზე დიდი მოთამაშეა.

კობის ჰყავდა ყველა დროის ყველაზე დომინანტური ცენტრი (შაკი) და მის გარეშე კობი ფლეი ოფში ვერ გავიდა. შემდეგ, ბოსებმა ლოს ანჯელესში პო გასოლი, ენდრიუ ბაინუმი, ლამარ ოდომი და რონ არტესტი მიიყვანეს. და ლეიკერსმა კიდევ ორჯერ გადახსნა ლიგა.

ლებრონი ნაკლებით მეტს იგებდა. ლებრონი იყო სტაბილური შემქმნელი და კობი - პერიოდული მკვლელი.

ამ თემას კიდევ დავუბრუბდებით.

ჩემი კაცი ლებრონია.