კაცი მელასავით ჩასაფრებებით – 46 (+ Video)

ახლო წარსულში ერთ–ერთი ყველაზე სპეციფიკური თავდამსხმელი: აი, ასი ცენტრფორვარდი რომ დაგეყენებინა, მას თამაშის მანერაზე იცნობდი...

იტალიელი ფილიპო ინძაგი განუმეორებელი გოლის ალღოთი, მელასავით ჩასაფრებებით.

 

პიპო დღეს 46 წლის გახდა. ახლა სერია B–ის ბენევენტოს მწვრთნელია. მილანსაც თავკაცობდა, მაგრამ პიპო–მწვრთნელი რთული აღსაქმელია, როცა გვახსოვს პიპო–ფორვარდი. რაც მოსაგები იყო, ყველაფერი მოიგო ევროპის ჩემპიონატის გარდა.

 

ახლა ინძაგის გოლებს რომ ჩამოვყვეთ, შორს წავალთ. გოლების გარანტს რომ ეძახიან, ზუსტად ასეთი ფეხბურთელი იყო. ტექნიკით ვერ დაგატკბობდათ, სპეცეფექტები მისი საქმე არ იყო, მაგრამ რაც იცოდა, ხუთიანზე იცოდა. თამაში თამაშგარის ზღვარზე.

 

იდგა იქ, სადაც გაოცდებოდი და იკითხავდი, რატომ დგასო, მაგრამ იცოდა, მკვლელის ინსტიქტი ჰქონდა... პიპოს ეპითეტებს უძღვნიდნენ და ერთხელ სერ ალექს ფერგიუსონმა თქვა:

 

„ინძაგი, მგონი, თამაშგარეში დაიბადა“.