Fantasy. მწვრთნელის არჩევანი. 16. დემიან ლილარდი (პორტლენდი)

ამ რეგულარულში პორტლენდი ახალი სათამაშოებით ეცდება მოგებას. 

კარიერა: პორტლენდი (2013-დღემდე).

პოზიცია: გამთამაშებელი.

სტატისტიკა: 23.5 ქულა, 6.3 პასი, 4.2 მოხსნა.

 

როდესაც პორტლენდი დასავლეთის კონფერენციის ფინალში გავიდა, ეს იმ გუნდის მაქსიმუმი გახდა. გოლდენ სტეიტთან წაგებული სერიის გამო ვერავინ ვერ გააკრიტიკა ორგანიზაცია, რომელმაც ბოლო წლები მთლიანად ერთ მოთამაშეს დაუთმო. და ეს მოთამაშე ერთგულად ემსახურება გუნდს. ეს მოთამაშე არ უხრის თავს სხვა მაგარ დაბლებს და ნელ-ნელა ზრდის შეტევის არეალს. ეს მოთამაშე წელს კარიერაში საუკეთესო სეზონს ჩაატარებს და აუცილებლად იბრძოლებს ლიგის პირველი ხუთეულისთვის. და პორტლენდმა იცის, რომ ამ მოთამაშეს უნდა გადაეღობოს და მისი სულიერი კომფორტი დაიცვას. როგორც ეს, ბოლოს წლების ერთ-ერთი საუკეთესო სნაიპერი მთელი გუნდის ისტორიას და მომავალს უფრთხილდება. და ეს მოთამაშე არის დემიან ლილარდი. და ბიჭმა ყველაფერი დაიმსახურა.

ოკლაჰომასთან და დენვერთან მოგებული სერიების შემდეგ დაიწყო ჩეხვა უორიორზთან. და იმ სისხლიანი გარჩევიდან ლილარდი წაგებული, დაჭრილი, დამტვრეული გამოვიდა. იმ სერიაში ლილარდმა ოთხივე გარჩევა წააგო და ვერ გასცდა 28 ქულას. იმ სერიაში გოლდენ სტეიტმა ლილარდზე ანდრე იგუდალა მიუშვა და ვეტერანმა ლილარდს რამდენიმე ბასრი სამართებელი დააგდებინა. და პორტლენდი გაჩერდა. და ფინალში უკეთესი გუნდი გავიდა.

ამ რეგულარულში პორტლენდი ახალი სათამაშოებით ეცდება მოგებას. ჰასან უაითსაიდი ნაპალმია. შეიძლება, საკუთარ სახლშიც აფეთქდეს და შემდეგ, ნაგრევებიდან ბევრ გვამს გამოიტანენ. ლილარდმა ეს არ უნდა დაუშვას.

ლილარდი ლიდერია.